- ონლაინ შეძენა მხოლოდ თბილისის მასშტაბით. (უახლოეს მომავალში თქვენ შეძლებთ ონლაინ შეძენას მთელი საქართველოს მასშტაბით)
- თბილისში ადგილზე მიტანა ერთ სამუშაო დღეში.
- შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია/შეავსოს რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა ველი ზუსტად.
- შეკვეთის განთავსებისას თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
- მომხმარებელი ადასტურებს საქონლის მიღებას საბუთზე ხელის მოწერით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქონელი გადაეცა სრულად და ფიზიკური დაზიანებების გარეშე.
- შეკვეთის განთავსებისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება მოყვანილ წესებს.
- გამყიდველი იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები ზემოთ მოყვანილ წესებში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წესებს შეკვეთის განთავსებამდე.
- იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი/შემკვეთი შეკვეთის მიღების დროს არ იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე და ამავე დროს მესამე პირის არსებობის შემთხვევაში თუ არ ექნება პირადობის დამადასტურებელი საბუთი, კურიერს უკან მოაქვს შეკვეთა, ასევე თუ მომხმარებელი არ მიაკითხავს აღნიშნულ შეკვეთას 5 კალენდარული დღის განმავლობაში მიმწოდებლის ოფისში მდებარე ქ. თბილისი, იოსებიძის #53-ში, თანხა არ ბრუნდება.
- შეკვეთის მიღების დროს მომხმარებელი ხელს აწერს სპეციალურ ფორმას (კურიერის თანხლებით) რომლის საფუძველზეც ხელმოწერით ადასტურებს რომ მიიღო შეკვეთა. (კურიერი პასუხს არ აგებს საქონლის ხარისხზე)
- პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში თუ დაფიქსირდა შეცდომა და 2 საათის განმავლობაში გადახდა არ განხორციელდა, შეკვეთა უქმდება.
ონლაინ შეძენა